„ინფორმაციულ-საკომუნიკაციო
ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში“ -რეფლექსია
მოლოდინი იმისა, რომ ტრენინგი საინტერესო
იქნებოდა, თავიდანვე მქონდა. Word, PowerPoint
Presentation, Excel პროგრამების მნიშვნელობისა და სარგებლობის შესახებ თითქმის
ყველა პედაგოგს გვსმენია. თუმცა, ამ ტრენინგამდე მათი გამოყენება არ შემეძლო.
ტექნოლოგიური უნარ-ჩვევების დაუფლება
და მათი გამოყენება, გარდა აუცილებლობისა, დიდ კომფორტსაც გვიქმნის მასწავლებლებს. ამ კომპეტენციების
დაუფლების შემდგომ მრავალფეროვან პერსპექტივებს ვხედავ საკუთარი შემოქმედებითობის მხრივ.
ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ბლოგის
შექმნის პროცესი, ასევე, გუგლ-დისკი (ვირტუალური მეხსიერების ბარათი), ინფორმაცია სასრგებლო
ბმულების შესახებ, საიდანაც სამომავლოდ ღირებულ ცოდნას შევიძენ.
ვფიქრობ, განვლილი ტრენინგი მასწავლებლებს
შესაძლებლობას გვაძლევს გაკვეთილი უფრო თანამედროვე, მრავალფეროვანი და საინტერესო
გავხადოთ მოსწავლეებისათვის, უფრო შედეგიანიც.
ცოდნის გაღრმავების მიზნით, მომავალში
სიამოვნებით დავესწრები მსგავს ტრენინგებს, მანამდე კი შეძენილი ცოდნისა და უნარების
აქტიურად დანერგვა-გამოყენებას ვგეგმავ სასწავლო პროცესში.
მადლობა ქალბატონ დიანა მიქაძეს, ამ
უაღრესად პროფესიონალ ადამიანს, ტრენინგის ასე მაღალ დონეზე წარმართვისათვის.
Комментариев нет:
Отправить комментарий