პროექტი





1

პროექტის სახელწოდება
თბილისი-ჩვენი სახლია

2

პროექტის მთავარი თემა
თბილისის, თბილისის უბნების წარმოშობისა და მათი სახელების შესახებ ინფორმაციის მოძიება.

3

პროექტის აქტუალობა
 პროექტი აქტუალურია, რადგან საკმაოდ ხშირია შემთხვევები, როცა მოსწავლეები მხოლოდ მიზერულ ინფორმაციას ფლობენ საკუთარი ქვეყნის დედაქალაქის შესახებ. მშობლებიც ნაკლებად ახერხებენ, დროის სიმცირის გამო, მათ ინფორმირებასა და ქალაქის დასათვალიერებლად გაყვანას.

4

პროექტის მიზნები
მოსწავლეებში 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარება: ინფორმაციის ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვება, მისი ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენება.
სხვადასხვა ტექნოლოგიების გამოყენება, როგორც კვლევის, ორგანიზების, შეფასებისა და კომუნიკაციის საშუალება.
ჯგუფთან ეფექტური მუშაობის უნარის დემონსტრირება.  

5

მონაწილეთა ასაკი
8-9 წელი (მე-3 მე-4 კლასი)

6

ვადები/ხანგრძლივობა
ერთი თვე

7

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები
ახალი და საინტერესო ინფორმაციის შეძენა თბილისის ისტორიის, კულტურის, მოსახლეობის შესახებ. მოძიებული ინფორმაციისა და ფოტოების საფუძველზე გაზეთის გამოშვება.  

8

პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები
სახელმძღვანელოები, სასწავლო გზამკვლევები, საბავშვო ენციკლოპედიები, მოთხრობები და სხვა დამხმარე ლიტერატურა.
 ვებმისამართები (URLs), რომლებიც ხელს უწყობს თემის მიზნების მიღწევას.

9

პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივოებები)
მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად და არსებულ ცოდნას, დედაქალაქის შესახებ, ერთმანეთს გაუზიარებენ.  ამის  შემდეგ მოსწავლეები მოიძიებენ საჭირო მასალებსა და ინფორმაციას. 
მოეწყობა საექსკურსიო გასვლები თბილისის დასათვალიერებლად. მოსწავლეები დააკვირდებიან და ფოტოებს გადაუღებენ ძველ და ახალ უბნებს, ასევე, შენობებს.
თითოეული ჯგუფი მოძიებული ინფორმაციითა და ფოტომასალით გააკეთებს პრეზენტაციას.
ყველა ჯგუფის მონაწილეობით გამოვუშვებთ გაზეთს: „თბილისი-ჩვენი სახლია.“

10
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
ქართული ენა და ლიტერატურა, ხელოვნება, ბუნება, ისტ.  ეს პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეებს, გამოუმუშავდეთ ესგ-ით განსაზღვრული  უნარ-ჩვევები.

11
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი)
ნატო ხაჩიძე
12
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა
khachidzenato@gmail.com

13

პროექტის ვებგვერდი/ბლოგი

Nato-71.blogspot.com


Комментариев нет:

Отправить комментарий