четверг, 29 ноября 2018 г.

ტრენინგის მე-9 დღე

29.11.2018

რეფლექსია 

ტრენინგის ბოლო დღე საკმაოდ დატვირთული თუმცა, ნაყოფიერი აღმოჩნდა. თითოეულმა ჩვენგანმა ტრენერთან ერთად განიხილა თავისი პროექტი და მიიღო კომპეტენტური შეფასებები და რჩევები. 
საბოლოოდ, ტრენინგით ვარ ძალიან კმაყოფილი, ვისწავლე ბევრი რამ და აუცილებლად გამოვიყენებ პრაქტიკაში საგაკვეთილო პროცესის გასამრავალფეროვნებლად. 
უღრმესი მადლობა ტრენერს, მარეხი ჯელაძეს, გაწეული სამსახურისთვის. 💓

вторник, 27 ноября 2018 г.

ტრენინგის მე-8 დღე

27.11.2018 


რეფლექსია 

ტრენინგის მე-8 დღეს ვიმუშავეთ გეგმის შაბლონში დიფერენცირებულ სწავლებაზე. დავამზადეთ დავალების შაბლონი მოსწავლისათვის. ასევე, სასარგებლო ბმულები დავლინკეთ და გავაზიარეთ ბლოგზე. 
უღრმესი მადლობა ტრენერს, მარეხი ჯელაძეს. 😊

суббота, 24 ноября 2018 г.

ტრენინგის მე-7 დღე

22.11.2018



რეფლექსია 

ტრენინგის მე-7 დღე ისეთივე საინტერესო და ინფორმაციული აღმოჩნდა, როგორც სხვა დანარჩენი. გავეცანით შეფასების სტრატეგიებსა და მის ინსტრუმენტებს და ვისაუბრეთ შეფასების სახეებზე. ასევე, ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკების შექმნაზე. 
ისევ და ისევ უღრმესი მადლობა ტრენერს, მარეხი ჯელაძეს, გაწეული სამსახურისთვის. 💗

среда, 21 ноября 2018 г.

ტრენინგის მე-6 დღე

21. 11.2018 



რეფლექსია 

ტრენინგის მე-6 დღე საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა. ვიმუშავეთ, პროექტის გეგმის შაბლონიდან, სასწავლო პროცედურებზე, რომელიც ავაწყვეთ ნაბიჯ-ნაბიჯ და წყვილებში პრეზენტაციისა და მრავალფეროვანი რჩევების შემდგომ, კიდევ  დავამუშავეთ და დავხვეწეთ. ასევე, დავიწყეთ მუშაობა მოსწავლის ნამუშევარზე, რომელიც პირადად ჩემთვის ერთგვარი გამოწვევაა, რადგან გარდა სირთულის დაძლევისა, მიწევს, მოსწავლის როლის მორგება. 
უღრმესი მადლობა ტრენერს, მარეხი ჯელაძეს, სასარგებლო რჩევებისათვის. 

понедельник, 19 ноября 2018 г.

ტრენინგის მე-5 დღე

19.11.2018




რეფლექსია 

დღეს ვიმუშავეთ პრეზენტაციაში დოკუმენტის ატვირთვასა და კომენტარის გაკეთებაზე. ასევე, ვიმუშავეთ ბლოგზე, შევურჩიეთ ფონი და მასში გავაზიარეთ საქაღალდე. ავტვირთეთ სხვადასხვა მასალა და ლინკები, შევქმენით გვერდები. აგრეთვე, ვიმუშავეთ წყვილებში, გავაცანით ერთმანეთს პროექტი პრეზენტაციის დახმარებით და მოვისმინეთ რჩევები და მოსაზრებები ერთმანეთისაგან. 
მადლობა ტრენერს! 

четверг, 15 ноября 2018 г.

ტრენინგის მე-4 დღე 




რეფლექსია

   ტრენინგის მეოთხე დღეც საინტერესო აღმოჩნდა. ვიმუშავეთ პროექტის გეგმის დახვეწაზე. შევეხეთ ისეთ საკითხებს, როგორიცაა პროექტის სასწავლო მიზნები და შედეგები, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები და შეფასების სტრატეგიები. ასევე, დავამზადეთ შეფასების ინსტრუმენტები. მადლობა კომპეტენტურ ტრენერს. 


вторник, 13 ноября 2018 г.

ტრენინგის მე-3 დღე

13.11.2018

                                                          რეფლექსია


   ინტელის ტრენინგის მესამე დღეც საინტერესო იყო. მივიღეთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია სასწავლო პროექტის ირგვლივ. ვიმუშავეთ უშუალოდ პროექტის გეგმაზე დრაივში. გავეცანით ბლუმის ტაქსონომიას. ტრენერი ისევ და ისევ ამომწურავად და სიზუსტის დაცვით გვაწვდიდა საჭირო ინფორმაციას. 

воскресенье, 11 ноября 2018 г.

ინტელის ტრენინგის მე-2 დღე

11.11.2018

რეფლექსია 

ტრენინგის მეორე დღე პრაქტიკული სამუშაოებით ბევრად საინტერესო იყო, ვიდრე პირველი. ვისწავლეთ ბუკლეტის გაკეთება, რომელიც ავტვირთეთ დრაივზე. მადლობა ტრენერს ნაყოფიერი დღისთვის. 

ინტელის ტრენინგის პირველი დღე


10. 11. 2018
რეფლექსია


დღეს მოვისმინე ზოგადი მიმოხილვა ინტელის ტრენინგის (პროექტებით სწავლება) შესახებ. ასევე, სასწავლო პროექტის შექმნაზე, მის გამოყენებასა და მნიშვნელობაზე. ტრენინგი საინტერესო და მრავალფეროვანი ჩანს. ტრენერი გასაგებად და ამომწურავად ხსნის მასალას.
ამ ეტაპზე მიჭირს დაკონკრეტება საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების.